ანჯეი დუდა - ჩემი გზავნილია: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დავადგინოთ
იმედი მაქვს, რომ ძალიან ეფექტური და გადამწყვეტი სამიტი გვექნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა განსახილველი. იმედი მაქვს, მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნატო-სთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგისთვის. რადგან მე ვარ პოლონეთის პრეზიდენტი, აღმოსავლეთის ფლანგი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა“, - აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დაადგინონ.

„ჩემი გზავნილია : უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დავადგინოთ“, - აღნიშნა დუდამ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები