გროზნო-თბილისს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისი დაინიშნოს
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა, რამზან ჩერხიგოვმა ავიაკომპანია „აზიმუტის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ედუარდ ტეპლიცკისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი სამომავლო პროექტები, მათ შორის ავიარეისების არეალის გაზრდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საუბარია პირდაპირ ფრენებზე თბილისში, სოჭში, ვოლგოგრადსა და ჯიდაში“,- განაცხადა ჩერხიგოვმა.

მისი თქმით, ამ გეგმის შესრულება არამარტო რესპუბლიკის მოსახლეობის კომფორტს განაპირობებს, არამედ ტურისტული სექტორის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები