უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - რუსი სამხედროები ხერსონის ოლქში მდებარე სკადოვსკის პორტს უკრაინული მარცვლეულის რუსულ პორტებში გადასაზიდად იყენებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლის, ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, რუსი სამხედროები ხერსონის ოლქში მდებარე სკადოვსკის პორტს უკრაინული მარცვლეულის რუსულ პორტებში გადასაზიდად იყენებენ.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვას განაგრძობს და მარცვლეულის მოსავალს იტაცებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები შედიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და ამ ობიექტებს საკუთარ ბაზებად აქცევენ.

„ლისიჩანსკში რუსმა სამხედროებმა საქალაქო პოლიკლინიკის ტერიტორიაზე „ახმატის“ ტერორისტები განათავსეს, მანდვე განლაგებულია მათი მეთაურობაც. პოლიკლინიკა ნამდვილ სამხედრო ბაზად აქციეს, თავისი საფორტიფიკაციო ნაგებობით და ბლინდაჟებით“,
- განაცხადა კოვალიოვმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები