ისრაელის პრემიერი, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთს ეწვევა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება.

25 ივლისს კი ერდოღანი პალესტინის, პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს უმასპინძლებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ბოლოს 2008 წელს იმყოფებოდა, როცა ქვეყანას მაშინდელი პრემიერი, ეჰუდ ოლმერტის ეწვია, თუმცა შარშან თურქთში პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ჩავიდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები