„ხმელთაშუა ზღვა ცხელ აბაზანად იქცა“ - ანომალიური სიცხის გამო ტურისტული რუკა იცვლება
ევროპა გაუსაძლის სიცხეებს ებრძვის. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ამ დღეებში იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში დაფიქსირდა.

იტალიაში, ბარისა და კატანიას პროვინციებში ჰაერი 50 გრადუსამდე გათბა, სიცილიასა და სარდინიაზე კი რეკორდული +45 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ მომავალი კვირა შესაძლოა, უფრო ცხელი იყოს.

ექსტრემალური ტემპერატურა ხშირად იწვევს ტყის ხანძარს. მაგალითად, კანარის კუნძულებზე დიდი ხანძრის კერებს კვლავ ებრძვიან, ხოლო ყველაზე რთული მდგომარეობა საბერძნეთშია: ტყეები იქ ატიკას რეგიონსა და კუნძულ როდოსზე იწვის.

„ხმელთაშუა ზღვის გამაგრილებელი ეფექტი აღარ მუშაობს. ზღვა ცხელ აბაზანად იქცა: მოსალოდნელია, რომ წყლის ტემპერატურამ ზოგ ადგილებზე 30°C-ს გადააჭარბოს, რაც ნორმას 4 გრადუსით აღემატება“,
- აცხადებენ მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგნოზების მიხედვით, ივლისში ხმელთაშუა ზღვაში მოიხსნება პან-ევროპული ტემპერატურის რეკორდი, რომელიც 2021 წლის აგვისტოში დაფიქსირდა სიცილიაში (+48,8 ° C).

ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრმა განგაშის წითელი დონე გამოაქვეყნა იტალიის უმეტეს ნაწილზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, ხორვატიაში, სერბეთში, სამხრეთ ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში.

ანომალიური სიცხის გამო, იცვლება ტურისტული რუკაც.

„ტურისტები ეძებენ უფრო გრილ ადგილს და, შესაბამისად, იზრდება ინტერესი ისეთი მიმართულებების მიმართ, როგორიცაა ჩეხეთი, დანია, ირლანდია და ბულგარეთი. ჩვენ ველით, რომ არაპროგნოზირებადი ამინდის პირობები მომავალში უფრო დიდ გავლენას მოახდენს ევროპაში მოგზაურთა არჩევანზე“, - განუცხადა ევროპული ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა (ETC) მიგელ სანზმა ჟურნალისტებს.

სიცხის გამო ისინი აუქმებენ მოგზაურობებს.

იტალიური მედიის ცნობით, ივლისში არანორმალური სიცხის გამო მხოლოდ რომის სასტუმროებში ჯავშნების გაუქმების წილმა 20%-ს მიაღწია. იტალიის გარემოს დაცვის სამინისტრომ თავის პროგნოზში განაცხადა, რომ უცხოელი ტურისტები მომავალში მეტს იმოგზაურებენ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რაც ზაფხულში იტალიის კურორტებს განტვირთავს.

ეროვნული ტურისტული ასოციაციის Exceltur-ის ანგარიშის თანახმად, ესპანეთში დასვენებაზე დიდი მოთხოვნაა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო რაიონებში, სადაც ტემპერატურა უფრო დაბალია.

„ხმელთაშუა ზღვა, სავარაუდოდ, ნაკლებად მიმზიდველი გახდება ტურიზმისთვის“, - ამბობენ კლიმატის ცვლილების ექსპერტები თავიანთ უახლეს ანგარიშში.

ETC-ის ინფორმაციით, ევროპაში სიცხე სასტუმროებისა და ტუროპერატორების საფასო პოლიტიკის გადახედვას გამოიწვევს. მინიმუმ, აგვისტოს ფასები, რომელიც ტრადიციულად "მოთხოვნად სეზონად" ითვლება, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ზაფხულის პირველ ნახევარში ჩვეულებრივ შემოთავაზებული ფასებისგან.

ექსპერტები ასევე პროგნოზირებენ ტრადიციული სეზონის გაზრდას სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე: მაისი-სექტემბრის ნაცვლად, ეს იქნება აპრილი-ნოემბრის დასაწყისი.

ETC-ის თანახმად, უკვე 2024 წლის ზაფხულის სეზონზე, ევროპის კურორტებზე ზოგიერთი სასტუმრო ჩვეულებრივზე ადრე გაიხსნება. მაგალითად, ბრიტანელმა ტუროპერატორებმა განაცხადეს, რომ მომავალ წელს საზაფხულო პროგრამებს საბერძნეთის კუნძულებზე - როდოსსა და კრეტაზე მარტის ბოლოს დაიწყებენ.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები