პოლონეთი ბელარუსის საზღვართან დამატებით 10 000-მდე ჯარისკაცის გადაყვანას გეგმავს
პოლონეთი ბელარუსის საზღვართან, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით 10 000-მდე ჯარისკაცის გადაყვანას გეგმავს, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

„საზღვარზე, დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი განთავსდება, საიდანაც 4 000 პირდაპირ ჩაერთვება მესაზღვრეების მხარდაჭერაში, ხოლო 6 000 რეზერვში იქნება. ბელარუსის საზღვართან ჯარს მივაახლოებთ, რათა აგრესორი შეშინდეს და ჩვენზე თავდასხმა ვერ გაბედოს”, - აღნიშნა ბლაშაკმა.

ცნობისათვის, გუშინ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჩეი ვოსიკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე დამატებით 2 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები