აზერბაიჯანში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„აზერნიუსის“ ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქურდამირში იყო, სადაც მიწისძვრის სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქურდამირის რაიონში მომხდარი მიწისძვრა საათლის, ბეილაგანის, მინგაჩევირის, იარდიმლისა და გაბალის რაიონებშიც იგრძნობოდა.

ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები