აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები წარმატებით გრძელდება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები „წარმატებით გრძელდება“.

„განეიტრალებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოზიციები, სამხედრო მანქანები, საარტილერიო და საზენიტო რაკეტების გამშვები დანადგარები, ელექტრონული საომარი სადგურები და სომხეთის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო ტექნიკა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გუშინ განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები