აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღის უკანონო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დავიდ ბაბაიანმა აზერბაიჯანისთვის ჩაბარების შესახებ განაცხადა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღის უკანონო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დავიდ ბაბაიანმა აზერბაიჯანისთვის ჩაბარების შესახებ განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ბაბაიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით, ნებაყოფლობით გაემგზავრება შუშაში საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

„მე აზერბაიჯანის შავ სიაში შევედი და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა, ბაქოში ჩავსულიყავი შესაბამისი გამოძიების ჩასატარებლად. დღეს გადავწყვიტე, ხანქენდიდან შუშაში წავსულიყავი“, – დაწერა დავიდ ბაბაიანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები