ფაშინიანი: უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება​
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხები ყარაბაღს "აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად" ტოვებენ.

"ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება ისტორიისთვის მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად", - თქვა ფაშინიანმა.

თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს.

წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები