აზერბაიჯანის ხელისუფლება უახლოეს დღეებში ყარაბაღში გაერო-ს მისიის ვიზიტის ორგანიზებას გეგმავს
აზერბაიჯანის ხელისუფლება უახლოეს დღეებში ყარაბაღში გაერო-ს მისიის ვიზიტის ორგანიზებას გეგმავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, რომ ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე დარჩნენ.

„აზერბაიჯანს აქვს ყოვლისმომცველი გეგმა მათთვის ცხოვრების უსაფრთხო და საუკეთესო პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მათ შეუძლიათ, თავისუფლად დატოვონ ტერიტორია, თუ მოისურვებენ. აზერბაიჯანს არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს გეგმაში, აიძულოს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა, თავიანთი საცხოვრებლები დატოვონ. პირიქით, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სრულად უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, თუ ისინი ყარაბაღში დარჩებიან. ჩვენ გვინდა ეს. აზერბაიჯანი განაგრძობს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწოდებებს. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს უფლება, წინააღმდეგობა გავუწიოთ მათი გადაადგილების თავისუფლებას. ეს თითოეულის სუვერენული და პირადი არჩევანია“, – განაცხადა ჰაჯიევმა.

ამასთან, ალიევის თანაშემწემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არასდროს გამოუყენებია ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მისი თქმით, ტერმინის „ეთნიკურ წმენდა“ გამოყენება შეურაცხმყოფელია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები