მედიის ინფორმაციით, ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა
ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამო ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი იყო თავმოყრილი. ამასთან, რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც მედია იუწყება, მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.

„ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 170 ცხედარი, რომლებიც გადასვენებული არიან სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

როგორც „არმენპრესი“ წერს, ცხედრებს იდენტიფიკაციის მიზნით სომხეთში გადაასვენებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები