აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა.

აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს უკრაინისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს მხარდაჭერა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთან, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ საფრთხეებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები