ისრაელმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, მან ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა: „არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი”.

ისრაელი აკონტროლებს საჰაერო სივრცეს ღაზასა და მის სანაპირო ზოლს და ზღუდავს, თუ ვის და რა საქონელს უშვებენ მისი სასაზღვრო გადასასვლელებით.

ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სექტორს და სანაპირო ზოლს და ზღუდავს და აკონტროლებს, ვინ გადაკვეთს საზღვარს და რა საქონელს შეიტანს ტერიტორიაზე.

ანალოგიურად, მეორე მხრიდან, ეგვიპტე ზღუდვას და აკონტროლებს, ვინ და რა საქონლით გადაკვეთს ღაზის სექტორის ტერიტორიას.

9 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელის თავდაცის ძალები აცხადებენ, რომ იერუსალიმსა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ ისმის განგაშის სიგნალის ხმა. ასევე, გაისმა, სულ მცირე, სამი აფეთქების ხმა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ეს რაკეტები ჩამოვარდა თუ ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

გარდა ამისა, IDF-ის განცხადებითვე, ისრაელელმა სამხედროებმა აღადგინეს კონტროლი ღაზის სექტორთან ყველაზე ახლოს მდებარე თემზე. თუმცა, პალესტინელ შეიარაღებულ პირებთან შეტაკებები გრძელდება. მანამდე IDF-მა განაცხადა, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ისრაელის ტერიტორიის შიგნით “შვიდ ან რვა” ადგილას.

გაეროს განცხადებით, ღაზის სექტორში 123 000 ადამიანზე მეტი დევნილი გახდა – მათ სახლები შიშის გამო დატოვეს. ჰუმანიტარული ურთიერთობების კოორდინაციის ოფისის (OCHA) განცხადებით, 73 000-მა თავი სკოლას შეაფარა. მოსალოდნელია დევნილთა რიცხვის ზრდა.

ღაზის სექტორში 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შაბათს, ჰამასზე საჰაერო თავდასხვამდე ისრაელმა ისინი გააფრთხილა, დარტოვებინათ კონკრეტული ადგილები.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა” ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა, ასევე რამდენიმე ადგილას საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა.

„ჰამასის” პასუხად ისრაელმა დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია “რკინის ხმლების” და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო. IDF-ის განცხადებით, ქვეყანამ 48 საათში შეძლო 100 ათასი რეზერვისტის მობილიზება.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები