ისრაელში 2 ქართველი ებრაელი მოკლეს
ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმას, სულ მცირე, ორი ქართველი ებრაელი ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას ემსხვერპლა 26 წლის მაიორი ავი აბრაამ ქუბელაშვილი. ის კარაკალის სამხედრო ბაზის მეთაურის მოადგილე იყო და ტერორისტთა შეჭრისას ბაზაზე იყო, რა დროსაც დაიღუპა.

ქუბელაშვილი 2021 წელს დაქორწინდა. მას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მეორე დაღუპულია პოლიციელი იცაკ ბაზუკაშვილი, რომელიც ისრაელის სამხრეთში, ღაზას სიახლოვეს, თავის მოვალეობას ასრულებდა.

ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები სხვა ქართველი ებრაელების დაღუპვის, გატაცების, ან დაკარგვის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ოფიციალური ცნობები არ არსებობს.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელზე, 7 ოქტომბრიდან, 700-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, საპასუხო იერიშების შედეგად კი ღაზას სექტორში 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. რაც შეეხება ტერორისტებს, მოკლულთა რიცხვი უცნობია, თუმცა ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ ასეულობით გაანადგურეს.

ფოტოზე მარცხნივ: ავი აბრაამ ქუბელაშვილი; მარჯვნივ: იცაკ ბაზუკაშვილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები