სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებში აშშ-ისა და ევროკავშირის ჩარევა არასტაბილურობას ქმნის
აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში აშშ-ისა და ევროკავშირის ჩარევა არასტაბილურობას ქმნის, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სტატიაში, სახელწოდებით „გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვა საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია“.

„ახლა ბრიუსელი საკუთარ გეოპოლიტიკურ ამბიციებზე ზრუნავს, თავს ახვევს აზერბაიჯანსა და სომხეთს „შუამავლის სამსახურს“, შეაქვს რა ვაშინგტონთან ერთად დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში. ახლა, როდესაც ერევნისა და ბაქოს ხელმძღვანელებმა დაარეგულირეს ერთმანეთში საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტის ურთიერთაღიარების საკითხი, დადგა დრო მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის, ნდობის გამტკიცებით. რუსული სამშვიდობო კონტიგენტი ყველა მხრივ მზად არის, ამას ხელი შეუწყოს“, – წერს ლავროვი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები