რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მიმდინარეობა და დაძაბულობის გავრცელების პრევენციის ზომები.

ამასთან, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს ჰუმანატარული საჭიროების დაკმაყოფილების გზებზეც.

ასევე, აღინიშნა, რომ სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით შეტევა შემაშფოთებელია და თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები