ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევებს ახორციელებს
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევებს ახორციელებს.

საპასუხო შეტევა ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო პუნქტის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გასროლას მოჰყვა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, ლიბანის საზღვართან შეტაკებები მიმდინარეობს, რომელზეც პასუხისმგებლობას ისრაელი „ჰეზბოლას“ აკისრებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები