ისრაელის თავდაცვის მინისტრი სამხედროებს - ახლა ღაზას შორიდან ხედავთ, მალე შიგნიდან ნახავთ
ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების ბრძანება მალე გაიცემა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

ღაზას სექტორთან საზღვარზე სამხედროებთან საუბრისას გალანტმა აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის ბრძანება მალე იქნება.

“ახლა ღაზას შორიდან ხედავთ, მალე შიგნიდან ნახავთ… ბრძანება მოვა”,
- განაცხადა გალანტმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები