ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ „ჰეზბოლა“ ომს გადაწყვეტს, ლიბანის მეორე ომი მოენატრება
თუ „ჰეზბოლა“ გადაწყვეტს ომში შესვლას, მას ლიბანის მეორე ომი მოენატრება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩრდილოეთ საზღვარზე ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ის დაუშვებს ცხოვრებისეულ შეცდომას. ჩვენ დავარტყამთ მას ისეთი ძალით, რომ ვერც კი წარმოიდგენს და ეს მისთვის და ლიბანის სახელმწიფოსთვის გამანადგურებელი იქნება“,
- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი ომში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ გაგანადგურებენ, თუ არ გაანადგურებ.

„ვიცი, რომ მეგობრები დაკარგეთ და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ცხოვრების ბრძოლაში ვართ, ჩვენი სახლისთვის ბრძოლაში. ეს არ არის გაზვიადება, ეს არ არის გადაჭარბება, ეს არის ომი. ეს ნიშნავს, მოგკლავენ, ან მოკლავ და ისინი უნდა მოკვდნენ“,
- აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები