ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის
ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის, - ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა.

მარლსის განმარტებით, ორი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ავსტრალიის მოქალაქეებს დაიცავენ.

„თუ კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, მიზანი ახლო აღმოსავლეთში მყოფი ავსტრალიელების მხარდაჭერაა “, - განაცხადა რიჩარდ მარლსმა.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებში გააგზავნის ჯარისკაცებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები