რეჯეფ თაიფ ერდოღანი - „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია არ არის - ჩვენ გვქონდა ისრაელში ვიზიტის გეგმა, მაგრამ ის გაუქმდა, ჩვენ არ წავალთ
„ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია არ არის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც თავის მიწას იცავს“, - განაცხადა ერდოღანმა.

„თქვენ შეგიძლიათ დასავლეთთან ერთად „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს“, - მიმართა ისრაელს თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარლამენტში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ისრაელში მისი ვიზიტი აღარ შედგება.

„ჩვენ გვქონდა ისრაელში ვიზიტის გეგმა, მაგრამ ის გაუქმდა, ჩვენ არ წავალთ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები