სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „უფსკრულის პირასაა“ და სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა
ეუთო უფსკრულის პირას არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს ­მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.

„მოდით, ვაღიაროთ, რომ ორგანიზაცია უფსკრულის პირას არის. ჩნდება მარტივი კითხვა: აქვს თუ არა აზრი მისი გაცოცხლებისთვის ძალების მობილიზებას“, - განაცხადა ლავროვმა.

„ეუთო არსებითად ნატო-სა და ევროკავშირის დანართად იქცევა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლავროვმა დარბაზი მალევე დატოვა და სხვა წარმომადგენლებს არ მოუსმინა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები