შეიარაღებულმა მამაკაცმა პრაღის უნივერსიტეტში 15 ადამიანი მოკლა
პრაღის პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურების ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა 21 დეკემბერს, პრაღის კარლის უნივერსიტეტში 15 ადამიანი მოკლა და 24 დაჭრა. თავდამსხმელი სამართალდამცავების მიერ ლიკვიდირებულია.

მედიაში ეჭვმიტანილს მოიხსენიებენ სახელით - დევიდ კ. ის იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი იყო. ვიდრე უნივერსიტეტში ცეცხლს გახსნიდა, გამოძიების ვერსიით, მან სავარაუდოდ, ჯერ მამამისი მოკლა.

„გალერეასთან დავინახე ახალგაზრდა, რომელსაც ხელში რაღაც იარაღი ეჭირა, ავტომატური იარაღის მსგავსი და ისროდა მეინსის ხიდისკენ, განმეორებით, გარკვეული შეფერხებით. შემდეგ დავინახე, როგორ ესროლეს, ხელები ასწია და იარაღი ჩამოაგდო“, - აცხადებს ადგილობრივ ტელეკომპანიასთან საუბრისას, მომხდარის თვითმხილველი.

„წარმოუდგენელი საშინელება იყო. ყველგან უამრავი შეიარაღებული პოლიციელი, რომლებიც გვიყვიროდნენ და გვეუბნებოდნენ გარეთ გავქცეულიყავით“, - ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი.

პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიალამ, ქვეყნის აღმოსავლეთით დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, და როგორც სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, პრაღისკენ გაემგზავრა.

ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმები, როგორც წესი, ჩეხეთში იშვიათობაა. 2019 წლის დეკემბერში, ცეხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა 42 წლის მამაკაცმა, ქვეყნის აღმოსავლეთ ქალაქ ოსტრავას საავადმყოფოს მოსაცდელში, 6 ადამიანი მოკლა. შემდეგ კი, პოილიციის განცხადებით, თავი მოიკლა. 2015 წელს, სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა ერთ-ერთ რესტორანში. ამ შემთხვევაშიც, პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

წყარო: amerikiskhma.com
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები