აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან წითელი ზღვის თავზე გაშვებული 24 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს , - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხომალდები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დღეს, სამხრეთ წითელ ზღვასთან ახლოს „ჰუსიტებმა“ თავდასხმა განახორციელეს. მოგაწვდით დამატებით დეტალებს, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება,”- აღნიშნა თავდაცვის უწყების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

„ჰუსიტებმა“ თავდასხმები ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ დაიწყეს. ისინი ირწმუნებიან, რომ მათი სამიზნე ისრაელთან დაკავშირებული გემები არიან, რადგან სოლიდარობას უცხადებდნენ პალესტინელ ხალხს, თუმცა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ბრედ კუპერის განცხადებით, „ჰუსიტების“ მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ბევრ თავდასხმას ისრაელთან კავშირი არ ჰქონია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები