ვმუშაობთ დაზუსტებაზე – საგარეო ბაქოში საქართველოს მოქალაქის დაღუპვაზე გავრცელებულ ცნობაზე
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაქოს ხანძარში დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.

ტაბულა გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე მუშაობენ.

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 24 ადამიანი. 

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები