მეფე ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს
დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ განცხადებას ბაკინგემის სასახლე ავრცელებს.

„მისმა უდიდებულესობამ დღეს რეგულარული მკურნალობის კურსი დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ექიმებმა მას საჯარო მოვალეობების შესრულების გადადება ურჩიეს. ამ პერიოდის განმავლობაში მისი უდიდებულესობა სამთავრობო და ოფიციალურ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია ბაკინგემის სასახლის განცხადებაში.

ბაკინგემის სასახლეს 75 წლის მონარქის დიაგნოზის შესახებ სხვა დეტალები არ გამოუქვეყნებია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები