სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 13 თებერვალს, 05:30 საათიდან ცეცხლი გაუხსნეს ნერკინ ხანდის რეგიონში მდებარე სომხურ პოზიციებს.

"ნერკინ ხანდის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლას სომხურ მხარეს, მსხვერპლი მოჰყვა წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანია დაღუპული და არიან დაჭრილები“,
- ნათქვამია განცხადებაში.

ბაქო ირწმუნება, ცეცხლი სომეხმა ჯარისკაცებმა გახსნეს.

„12 თებერვალს, 20:50 და 23:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა პოზიციებიდან, ტოვუზგალის რაიონის დასახლების ჩინარლის მიმართულებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს",- იუწყება სააგენტო Trend-ი.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული მედია „ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურის განადგურების შესახებ“, წერს რომლებმაც „დაარღვიეს ზავი და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას“.

12 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში ბაქოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

ერევანი აცხადებს, რომ ინფორმაციას სწავლობს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამწვავდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები