„პეგასუსმა“ ხელბარგის დასაშვები წონა 8-დან 3 კილოგრამდე შეამცირა
თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ ხელბარგის დასაშვები წონა შეამცირა.

თუკი ადრე მგზავრს ბორტზე 8 კილოგრამამდე წონის ხელბარგის ატანა შეეძლო, ახლა, ბილეთის ყიდვისას ვკითხულობთ, რომ მაქსიმალური წონა სამი კილოგრამია.

ხელბარგის დასაშვები წონა სამი კილოგრამი იქნება, ბილეთის ღირებულების მიუხედავად. ხელბარგის დასაშვები მაქსიმალური ზომაა 40/30/15 სანტიმეტრი.

გამოცემა Avianews აღნიშნავს, რომ 2024 წლის 13 თებერვლამდე შეძენილი ყველა ბილეთისთვის ხელბარგის წონისა და ზომის წინანდელი ნორმები მოქმედებს.

„პეგასუსს“ სხვადასხვა მიმართულებით ფრენებისთვის აქტიურად იყენებენ საქართველოს მოქალაქეებიც.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები