თურქეთმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლაზერული იარაღი შექმნა
თურქეთმა ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენებით ლაზერული იარაღი შეიმუშავა. ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber ავრცელებს.

ლაზერული იარაღის ერთ-ერთი სახეობა არის მიმართული ენერგიის შეიარაღების სისტემა, ALKA, რომელიც კომპანია Roketsan-მა შექმნა.

მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ALKA ინოვაციური იარაღის სისტემაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სწორი არქიტექტურით არის შემუშავებული. ეს არის საჰაერო თავდაცვის ჰიბრიდული სისტემა, რომელიც ელექტრომაგნიტურ და ლაზერულ ტექნოლოგიებს ასიმეტრიული საფრთხეების დასაძლევად იყენებს.“

პირველად სისტემა, ALKA სტამბოლში, თავდაცვის გამოფენა IDEF-2019-ზე იყო წარმოდგენილი.

სპეციალიზებული სამხედრო გამოცემების თანახმად, ამ ტიპის იარაღის დამონტაჟება ჯავშანმანქანებსა და სტაციონარულ, ანუ არამოძრავ ობიექტებზე არის შესაძლებელი. ის, ძირითადად, დრონების განადგურებისთვის, ასევე, ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დისტანციური აფეთქებისთვის არის განკუთვნილი.

ლაზერული იარაღის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 4 კმ, ხოლო დრონის განადგურების ეფექტური დიაპაზონი 1 კმ-მდეა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები