„თანასწორობა და კანონმდებლობა“ - რეკომენდაციები ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისათვის
საქართველოს პარლამენტმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრასთან დაკავშირებული კანონი 2014 წლის 7 მაისს მიიღო. კანონპროექტის მოსმენები პარლამენტში საკმაოდ სწრაფად და გარკვეულწილად დაძაბულადაც მიმდინარეობდა.

საწყის ეტაპზე, კანონპროექტის შედგენა იუსტიციის სამინისტროს დაევალა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ 2014 წლის 17 ივნისს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონთან დაკავშირებით, გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კანონთან დაკავშირებით, მას შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოშიც ჰქონდა. იუსტიციის სამინისტროდან კანონპროექტის მიღების შემდეგ მთავრობამ მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ რადიო „მარნეულის“ გადაცემა „აქტუალურ თემაში“.

რადიო „მარნეული“ რადიო „მოზაიკას“ პარტნიორობის ფარგლებშ წარმოგიდგენთ გადაცემას „თანასწორობა და კანონმდებლობა“. დღევანდელი გადაცემის თემაა „საერთაშორისო რეკომენდაციები და ანგარიშები საქართველოში თანასწორობის საკითხებსა და ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის სფეროში“.

გადაცემის სტუმრები არიან, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი და არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის „კოალიცია თანასწორობისათვის“ თავმჯდომარე ბაია პატარაია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი მარიამ გაბრიელაშვილი.

გადაცემის სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ლინკზე:




ადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები