ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - აქტუალური თემა
თებერვლის დასაწყისში მარნეულის მასშტაბით გაიმართა დასახლების საერთო კრებები, რომელზეც მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მხარი დაეჭირათ სოფელში მათთვის სასურველი პროექტის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს მოქალაქეთა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში ჩასართავად, ჩვენ ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში საერთო კრებებში ქალები, ახალგაზრდები და შშმ პირები არ მონაწილეობდნენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს უფრო
მეტი ბარიერი ხვდებათ როდესაც ისინი გადაწყვეტენ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გადაცემის სტუმრებთან, პლატფორმა „სალამის“ წარმომადგენელ აიჰან ჰასანლისთან, საფარის წარმომადგენელ, პროექტ "მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების" დირექტორ შალალა ამირჯანოვასთან და სამოქალაქო აქტივისტ თოზუ გულმამედოვასთან ერთად განვიხილავთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივი ქალები და როგორაა შესაძლებელი მათი ჩართვა თვითმმართველობის მუშაობაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345