სიახლე
აზერ სულეიმანოვი ბრალდებას უარყოფს
"ენმ"-ს დეპუტატი აზერ სულეიმანოვი უარყოფს ბრალდებას, რომ მოქალაქის ცემაშია ბრალდებული.

სულეიმანოვის თქმით, ის მართლაც შეხვდა პირს, რომელზეც არაადამიანურ მოპყრობაში მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ადანაშაულებენ, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. აზერ სულეიმანოვი პრპკურატურაში დაიბარეს. 

როგორც მან "ნეტგაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია

“არ ვიცი რაზეა საუბარი. დამირეკეს პროკურატურიდან და დაკითხვაზე დამიბარეს. ახლა შევდივარ პროკურატურაში. ეს არის შანტაჟი, ვიღაცის მიერ ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული პროვოკაცია. იყო ეს ბიჭი, მოვიდა, საღამოს შეგვხვდა. მე ვკითხე რატომ გააკეთა ეს განცხადება პირდაპირ ეთერში, შენ ხომ ოცნების აქტივისტი ხარ, ამდენი წელია ოცნებაში ხარ, ჩვენი პარტიის წინაღმდეგ მუშაობ და რატომ გააკეთე ნაციონალური მოძრაობის სახელით ასეთი განცხადება, რატომ მიაყენე საზოგადოებას შეურაცხყოფა.  მან მითხრა, ბატონო აზერ, მე ვიცი ჩემი საქმის. მე ვკითხე რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. ამ დროს მოვიდა ოცნების დეპუტატი საკრებულოდან და შეიხიც იყო” – თქვა სულეიმანოვმა

აზერ სულეიმანოვის თქმით, ამის შემდეგ, ეს პირი წავიდა და დეპუტატის განცხადებით, მან არ იცის ამის შემდეგ რა მოხდა:

“ამის შემდეგ ეს ბიჭი წავიდა… სად წავიდა და რა მოხდა ამის შემდეგ, არ ვიცი. აბაზოვი არ ყოფილა ამ შეხვედრაზე. ეს ბიჭი წავიდა და ამის შემდეგ ვნახე ფეისბუკში ვიდეომასალა. ჩემთვის ძალადობა მიუღებელია, ეს მალე იქნება ცნობილი ვინ გააკეთა. მე რა შუაში ვარ, ჩემი სახელი რატომ ფიგურირებს ამ საქმეში. მე მარტო არ ვიყავი, ბევრი ადამიანი იყო ჩემთან ერთად, რა ცემაზეა საუბარი. იქ არავის უცემია. საღამოს, რა მოხდა, ვისთან და როგორ მოხდა არ ვიცი.  ეს ბიჭი თითონ მოვიდა ჩვენთან, მე ამ შეხვედრის ინიციატორი არ ვყოფილვარ. არც ცემა, არც არაფერი. ღამის საათები იყო რომ წავიდა, არ ვიცი ამის შემდეგ რა მოხდა” – უთხრა “ნეტგაზეთს” ენმ-ის დეპუტატმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
 სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის
დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და
ყველასთვისაა გათვალისწინებული
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და ყველასთვისაა გათვალისწინებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების
მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის
სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა
დაფიქსირდა.

მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას