სიახლე
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 14 ივნისს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ . ბახტაძე აქამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, 13 ივნისს გიორგი კვირკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, შესაბამისად, გადაყენებულად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ დროს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება, მის მოავალეობას პირველი ვიცეპრემიერი შეასრულებს (ამ შემთხვევაში, დიმიტრი ქუმსიშვილი).

იმ პოლიტიკურმა ძალამ კი, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა (ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება”). შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.

წყარო:ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარიუპოლში შადრევნები, რა თქმა
უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება, – ამის
შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდსესის ოლქის ყოფილმა
გუბერნატორმა,
მარიუპოლში შადრევნები, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა არც ოდესაში ჩამოუვარდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდსესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა,
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი
დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში
რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის
საქმესთან დაკავშირებით,
რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,
საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329
პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა.
საქართველოს სკოლებში დასაქმებული 64 329 პედაგოგიდან 16 406 საპენსიო ასაკისაა.
22
ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური
ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო
კონსულტაციებს.
22 ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე
ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და
ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის
მუნიციპალიტეტი დააზარალა.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.