404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
საშიში, წმინდა ოჯახის სისტემა - სამირა ბაირამოვა
ოჯახი ის წმინდა ადგილია, სადაც თავს ყველა საფრთხისგან დაცულად ვგრძნობთ. მაგრამ, როცა ვიზრდებით, იქიდან უკვე გაქცევა გვინდა, რადგან ჩვენ მიმართ მშობლების დამოკიდუბლება მომაბეზრებელია.

მათ მიმართ აგრესია ჩნდება, რადგან ისინი ჩვენ არ აღგვიქვამენ პიროვნებებად, მათთვის დამორჩილებული სისტემა ვართ. ყველფრის მიუხედავად, ჩვენ ხანდახან გვირჩვენია, მთელი ცხოვრება მათზე დამოკიდებულებმა გავატაროთ. როცა ჩვენი პროტესტი ძვირად გვიჯდება, დროთა განმავლობაში პროტესტების რაოდენობა მცირდება და ქრება. ჩვენ შეცდომა არ უნდა დავუშვათ, არ შეიძლება. ჩვენს შეცდომასა და პროტესტზე მშობლები ყვირილითა და ცემით გვპასუხობენ. ჩვენ მარტო ფილმებში გვინახავს, როცა ბავშვი შეცდომას უშვებს, არ სცემენ და სიტყვით უხსნიან, აღიქვამენ პიროვნებად და მასთან საუბრობენ. სკოლაში მასწავლებლებიც კი, მშობლებივით იქცევიან, რადგან ისინიც ჩვენი თემის წარმომადგენლები, ჩვენები არიან. შემდგომში კი, უკვე ყველაფრის მიმართ პროტესტის შიში გვიჩნდება და რაღაცის მოთხოვნის გვეშინია.

არასოდეს ფიქრობენ, ჩვენი დაშვებული შეცდომა რა ზიანს მოგვიტანს. ძირითადად, შეცდომის გამო მშობლების შეწუხებასა და ნერვებზე კეთდება აქცენტი. ბავშვობაში ხშირად ვეცემოდით, რადგან არც სარბენი მანძილის და არც საფრთხის გაანალიზების უნარი არ გვქონდა. როცა მუხლებზე ჭრილობები გვქონდა, მშობლები ერთ სილასაც დაგვიმატებდნენ და გვსაყვედურობდნენ, ბრმა ხარ თუ რაო?

ამით გვასწავლიდნენ, რომ სისუსტეს უნდა შევეგუოთ. ჩვენს არც ერთ საქციელს მათი სახელი არ უნდა გაეფუჭებინა, ისინი სხვებთან ამაყად უნდა ყოფილიყვნენ. ამ დროს გრძნობები, ოცნებები და სურვილი სიტყვებად რჩებოდა.

მაგრამ, როცა გავიზარდეთ, შიშმა სხვა გრძნობები ჩაანაცვლა. რადგან გვეშინოდა, ტყუილები დავიწყეთ. იმისათვის, რომ არ დავესაჯეთ, ჯობდა, ჩვენი პიროვნული ხასიათი გაგვეფუჭებინა, - იგი ისედაც არავის არ სჭირდებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის ხარ, განსაკუთრებულ დღეებში სასმელი მაგიდის ქვეშ უნდა დალიო და შუქების ჩაქრობის შემდეგ უნდა იცეკვო. ამ ყველაფრისთვის კი, ყველა ერთმანეთს საყვედურობდა. ვერავინ ვერ საუბრობდა ამის შესახებ, რადგან ყველას ერთი და იგივე სასჯელი ექნებოდა. როცა თავისუფალ ცხოვრებას იწყებ, ამ ტიპის საქციელებზე ჩნდება პროტესტი და აღიქმება ამორალობად. დალევა, მოკლე კაბის ჩაცმა აღიქმება თავისუფლების სიმბოლად, სექს მუშაკად მუშაობა, თავისუფალი სექსი კი - ფემინიზმად. საზოგადოებაში ჩნდება ქალის სიძულვილი კაცის მხრიდან.

მაგრამ, ჩვენ იმას ვერ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი შიშის გამო ყალიბდება. სინამდვილეში, ფემინიზმი კაცებს სიძულვილს კი არა, თანასწორობას გულისხმობს.

ჩვენ შექმნილი გვაქვს ტრადიციები და ეს ტრადიციები წმინდად, ოჯახის კანონად გვაქვს ქცეული. ვერაფრით ვბედავთ მის დარღვევას, და თუ ვინმე ამას შეძლებს, ის მარტო რჩება. დიდი მასა შენთან ბრძოლას იწყებს, ბრძოლის ბოლომდე მიყვანა კი შენს ძალაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ, ჩვენს შექმნილ, წმინდად ქცეულ ტრადიციებში სიახლეებს აღარ შემოვიტანთ, მაშინ ხვალ ჩვენც ჩვენს შვილებს ჩვენი მშობლებივით მოვექცევით. ეს იქნება ფსიქოლოგიური ჩვევა, ჩვენში დაგროვებული შიში, ზიზღი. თუ პროტესტი ჩვენს პატარებზე აისახება, ამით ჩვენ ძალებს მუდმივად შევინარჩუნებთ და გადავცემთ მომავალ თაობას. თუ ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით მოძალადე ტრადიციებს, მიღებული ცოდნაც კი ვერ გვიშველის. თუ ბრძოლა აღარ შეგიძლია, მსხვერპლად შესწირე შენი თავი ტრადიციებს და ბედნიერად იყავი!

სამირა ბაირამოვა
ფანჯარა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია