მარნეულში რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია
ხვალ, 3 ნოემბერს მარნეულში „ევროპის დღეები“ გაიმართება. მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამზადისი დღეს დილიდან დაიწყო , რის გამოც ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილება შეზღუდულია.

ავტომობილებს სიარული შემოვლითი გზებით მოუწევთ. შემოვლითი გზა სპორტულ ცენტრ „ატა ჰოლდინგის“ ჩასახვევიდან იწყება და ავტომობიებს რუსთაველის ქუჩაზე დაბრუნება N4 ბაგა-ბაღის გავლით მოუწევთ.

მარნეულში ქუჩების ამღნიშვნელი ნიშნები დაყენებული არაა ამიტომ, თუ არ იცით სადაა „ატა ჰოლდინგი“ ან მე-4 ბაგა-ბაღი, მოგიწევთ, უბრალოდ მანქანების დინებას გაჰყვეთ და იმედი დაიტოვოთ, რომ რუსთაველის ქუჩაზე კვლავ აღმოჩნებით.

გზა ხვალ, 3 ნოებმერს საღამოს 8 საათიდან გაიხსნება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები