12 საათის მონაცემებით მარეულში 18 450 ამომრჩეველი დაფიქსირდა
12:00 საათის მონაცემებით მარნეულში საკუთარი
არჩევანი 18 450 ადამიანმა დააფიქსირა.
როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ
თქვა, ამ დროისათვის სულ 7 საჩივარია დაწერილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს
მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე 688 551 ამიმრჩეველმა
მიიღო, რაც 19,6%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამორმჩეველთა აქტივობის ეს მაჩვენებელია უფრო
მაღალია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, 12:00
საათისთვის იყო. მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ 15,95% შეადგინა.
რადიო "მარნეული"