"გამორჩეული სკოლა გამოვიდა" - განათლების მინისტრის მოადგილე მარნეულის სკოლაზე
დღეს, 18 აპრილს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტის მოადგილე ნათია ზედგინიძე მარნეულს ესტუმრა და ქვემო ქართლში სახელმიფო რწმუნებულთან , საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსთან ზვიად როსტომაშვილთან, ასევე ადგილობრივ ხელისუფელების წარმომდგენლებთან ერთად ახლადაშენებული N1 საჯარო სკოლა მოინახულეს.
სტუმრებმა საგანმანათლებლო დაწესებულება არქიტექტურული პროექტის გამო გამორჩეულად შეაფასეს.

ვნახეთ ის განსაკუთრებული, განსხვავებული პროექტი, რომელიც სხვა სკოლებთან შედარებით სამშენებლო კუთხით რომლებიც გვაქვს, ვხსნით და პროცესში ვართ გამორჩეული სკოლა გამოვიდა. ამ რეგიონში არის დაგეგმილი არაერთი სკოლის მშენებლობა, რომელიც ჩვენი ეგიდით გადავეცით მუნიციპალური განვითარების ფონდს, ისევე როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც ვითანამშრომლეთ და შემუშავებულია იმ სკოლების სია, სადაც ასევე მცირე სარიაბილიტაციო სამუშაოებიც უნდა ჩატარდეს. „ - თქვა ნათია ზედგინიძემ.



ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ აქტიურად მუშაობენ განათლების მიმართულებით, რასაც მიმდინარე პროექტები მოწმობს.

„წელს, სხვადასხვა მიმართულებით, ადგილობრივი ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდით, სახელმწიფო ბიუჯეტის ტრანსფერებით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 106 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება ქვემო ქართლში, ხოლო 16 საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნება“ - ამბობს შოთა რეხვიაშვილი.

ახალი სკოლის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეაფასა ასევე მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემაც და თქვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მხარს აქტიურად დაუჭერენ.



N1 საჯარო სკოლას წლებია მარნეულის N8 საჯარო სკოლა იფარებს. სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი დაახლოებით 5-ჯერ ჩაიშალა. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი დიდი მოლოდინით ელის  ახალი სასწავლო წლის დაწყებას, სადაც 400-მდე მოსწავლის მიღება შეეძლებათ.

სკოლა, რომლის მშენებლობაც მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამჟამად სამღებრო და შიდამოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სკოლა გათვლილია და ადაპტირებულია სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.  აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი, ექიმის კაბინეტი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები