"ახალი აზროვნების ინსტიტუტმა" განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში 19 ივნისს  „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გამართა.

ძირითადად საუბარი შეეხო  ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ ორ პროექტს.

„ორმა პროექტმა გაიმარჯვა. ერთი არის დასუფთავებასთან დაკავშირებით „სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრება“ პროექტის ფარგლებში ჩვენმა ახალგაზრდებმა აქცია ჩაატარეს, ბროშურები დაარიგეს რომ ქუჩის დაბინძურება არ შეიძლება. 2 სანაგვე ურნა შევიძინეთ და რამდენიმე დღეში განვათავსებთ სოფელში. მეორე პროექტი „მე ვარ საქართველოს მომავალი“ უკვე დასრულდა, რომელიც  ეხება ქალის როლს საზოგადოებაში და ბავშვებმა მოამზადეს ვიდეო რგოლები - გვითხრა „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქამრან ეფენდიევმა

ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ პროგრამების კოორდინატორი ნინო გიორგაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხულდარას ცენტრთან  უკვე არაერთი წელია თანამშრომლობენ და მსგავსი პროექტების დაფინანსება ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

„ორბელიანი საქართველოს" და "აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის "  მიერ მოხდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათ მიერ შემოტანილი  სათემო ინიციატივები მხარდაჭერილი იყო  ჩვენი პროექტის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტრენინგები განათლების, დასაქმების, საინფორმაციო საშუალების მიმართულებით და მათ აქვთ საშუალება შეხვდნენ სპიკერებს და მოუსმინონ მათთვის საინტერესო დისკუსიებს. მნიშვნელოვანია ისიც, როდესაც უყურებ როგორ იწყებენ ბავშვები და თითოეული აქტივობების მერე როგორ იცვლებიან.“ - ამბობს ნინო გიორგაძე

ღონისძიებას  დონორი ორგანიზაცია, ადილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“  სოფელ ხულდარაში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის დამფუძნებლები ქამრან ეფენდიევი, ნუცა დემეტრაშვილი და არიზ დაშდამიროვი არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ კიდევ ორი ცენტრი , რომელსაც ქამრანი, ნუცა და არიზი ხემძღვანელობს 2015 წელს დაფუძნდა და მოლაოღლსა და სადახლოში ფუნქციონირებს. ცენტრის მთავარი მიზანი ახალგაზრდების განვითარება, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა და განათლების ხელმისაწვდომლობაა. სამივე ცენტრს ამჟამად 100 ბენეფიციარი ჰყავს.




 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები