საქართველოს პარლამენტის წევრები აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები რულან ჰაჯიევი, ზვიად ძიძიგური, მაჰირ დარზიევი, აზერ სულეიმანოვი, სავალან მირზოევი, საქართველოს პარლამენტის ოფისის უფროსი გივი მიქანაძე აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფებიან.

მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან ჰაჯიევმა რადიო მარნეულთან საუბრისას თქვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნებია. ჰაჯიევის თქმით, ეს ვიზიტი ორივე ქვეყნის განვითარებას და ქვეყნებს შორის ურთიერთოებების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დღეიდან დაიწყო. ვიზიტის წარმატებით ჩატარება გვჯერა“. -
თქვა რუსლან ჰაჯიევმა

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევს, „მელი მჯლისის“ თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს და პრემიერ მინისტრ ნოვრუზ მამედოვს შეხვდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები