სიახლე
მარნეულში სადახლოს მოსახლეობის დღესასწაული მეოთხედ აღინიშნა (ფოტო/ვიდეო)
დღეს, 30 ივლისს, სადახლოობა აღინიშნა. ღონისძიებას მარნეულის მერი ზაურ დარგალი, სადახლოს ადმინსტრაციული ერთეულის დეპუტატი როვშან ისკენდეროვი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი ესწრებოდნენ.

ზაურ დარგალმა სადახლოს მცხოვრებლებს ეს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო მრავალეროვანია და ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები თავიანთ კულტურას ინარჩუნებენ.

„საქართვლოს ისტორიაში დიდი ისტორიის მქონე, სოფელ სადახლოში ვიმყოფებით. ყველა სადახლოელს ვულოცავ ამ დღეს. დღევანდელი დღე არის მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ მრავალეროვან ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ყველა თავის კულტურას თავისუფლად აჩვენებს“- თქვა ზაურ დარგალმა.

მარნეულელი პარლამენტარი რუსლან ჰაჯიევი სადახლოს დღეობის აღნიშვნას მნიშვნელოვნად აფასებს.

„დღეს ლამაზი დღეა. სადახლო დიდი სოფელია. ადამიანების ერთად ყოფნა სასიამოვნო ამბავია. ერთ-ერთი სასიამოვნო ამბავი კი თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის მონაწილეობაა. ვუსურვებ, რომ ჩვენს სოფელში ასეთი ღონისძიებები კვლავ ჩატარდეს“ - თქვა რუსლან ჰაჯიევმა

დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს აზერბაიჯანელთა კონკრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და „TIKA“-ს საქართველოს კოორდინატორი ნეჯლა დემირდაგი.

ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით , სადახლოელებისთვის ამ დღის აღნიშვნა ერთობის სიმბოლოა.

„ამ დღესასწაულზე პირველად ვიმყოფები. ვულოცავ სადახლოელებს, ადამიანებისთვის ამ დღის ერთად აღვნიშვნა კარგია. ეს კულტურა ჩვენია და ყველას ვულოცავ. აქ მონაწილეობა ძალიან მიხარია“- გვითხრა ფატმა ჯერენ იაზგანი

საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის უფროსი ჰუსეინ იუსუბოვი სადახლოს მაცხოვრებლებს დღევანდელ დღეს ულოცავს.

ჩვენ აქ დიდი სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას. იმედი მაქვს ეს დღე ტრადიციის სახეს მიიღებს და ადამიანები აქ შეიკრიბებიან“- ამბობს ჰუსეინ იუსუბოვი

მარნეულის საკრებლოს უფროსი ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ ღონისძიებაში მონაწლეობა მისთვის სასიხარულოა და აღნიშნავს, რომ ყოველ წელს ამ დღესასწაულზე იღებს მონაწილეობას და აქ ბევრი მეგობარი ჰყავს.

„მე უკვე რამდენიმე წელია ამ დღესასწაულზე ვიღებ მონაწილეობას. ყოველ წელს ჩვენ სიყვარულით მოვდივართ აქ. ყველა სადახლოელს ვულოცავ. ჩვენ აქ ბევრი მეგობრები გვყავს“ - თქვა ამირან გიორგაძემ.

სადახლოს ტერიტორიული ერთეულის დეპუტატი როვშან ისკენდეროვიც უერთდება მილოცვებს.

„დღეს საქართველოს დიდ სოფელში სადახლოში მეოთხედ ტარდება სადახლოს დღეობა. დღეს ყველაზე ძვირფასი სტუმრები გვყავს. ყველას ვულოცავ“- თქვა ისკანდაროვმა

სადახლოს დღეობაში არაერთი  სტუმარი მონაწილეობდა. მათ თავიანთი შთაბეჭტილებები გაგვიზიარეს.

„ჩვენ დღეს დღეობა შევქმენით, სადაც დაიბადე- სამშობლო იქაა. სადახლო ჩვენი სამშობლოა. აქ ყოფნა სასიამოვნოა. ყველას ვულოცავთ. ჩვე საქართვლო, სადახლო გვიყვარს და ჩვენ ამ მიწის ხალხი ვართ“- სადახლოს მაცხოვრებელი ამბობს.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი
USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ოპერის თეატრის
წინ, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, აქციას მართავს. აქციის
მონაწილეების განცხადებით, ისინი 20 ივნისის მოვლენებს
აპროტესტებენ.
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ოპერის თეატრის წინ, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.
მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი
მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის
ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება
დაიწყო.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება დაიწყო.
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკონფერენციო
დარბაზებისათვის სკამების შესყიდვის ტენდერი
გამოაცხადა.
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკონფერენციო დარბაზებისათვის სკამების შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა,
რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ ტრასეკა-ს
(ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) სამდივნოს გენერალურმა
მდივანმა, მირჩა ჩიოპრაგამ განაცხადა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის
გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ ტრასეკა-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) სამდივნოს გენერალურმა მდივანმა, მირჩა ჩიოპრაგამ განაცხადა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.
თბილისში ბავშვს მატარებელი
დაეჯახა.
თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე
წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს,
დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს.