მერია 247 000 ლარად განსხვავებულ საახალწლო განათებებს გვპირდება
მარნეულის მერის, ზაურ დარგალის თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს საახალწლოდ თითქმის 10-ჯერ მეტ თანხას იმის გამო დახარჯავენ, რომ ქალაქი უკეთესად გაანათონ. საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვისათვის 247 000 ლარიანი ტენდერი მერიას უკვე გამოცხადებული აქვს.

„როგორც ამ ქალაქში მცხოვრები და მარნეულის მერი, დიდი სურვილი მაქვს, რომ წელს ახალი წელი განსხავავებულად ჩატარდეს და მოქალაქეებს ჰქონდეთ გამორჩეული და განსხვავებულად ლამაზი ახალი წელი. შევცვლით განათებას ცენტრალურ ქუჩაზე, შადრევნის გარშემო იქნება ილუმინაცია, ხიდი იქნება განათებული და ვაკეთებთ ერთგვარ საახალწლო სოფელს კულტურის სახლის წინ. სულ პრეტენზიები იყო ხოლმე მოქალაქეების მხრიდან და მეც, როგორც მარნეულელს მქონდა ეს პრეტენზია, რომ საახალწლო განათება სუსტი იყო და წელს სწორედ ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა და განსხვავებული განათება იქნება“ ,- ამბობს მარნეულის მერი.
ზაურ დარგალის თქმით, უკეთესი საახალწლო განათებებიც შეიძლებოდა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯს მოითხოვს და სამომავლოდ ახალი განათებები ყოველწლიურად შეემატება ქალაქს.

„საახალწლო განათებების ფასი ძალიან ძვირია და ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურად გავაკეთეთ არსებული რესურსიდან გამომდინარე. ყოველწლიურად ვაპირებ, რომ კიდევ სხვადასხვა ელემენტები დავამატოთ და სხვადასხვა ქუჩებზეც შევიდეთ. ძველ განათებებსაც გამოვიყენებთ ქუჩებ.ზე ამ კვირაში ბიზნესსექტრთანაც მექნება შეხვედრა, მაგალითად, ბანკებთან, კლინიკებთან და უნდა ვთხოვო, რომ თავისი წვლილი მათაც შეიტანონ ქალაქის განათებაში“, - ამბობს ზაურ დარგალი

უახლოეს პერიოდში მერია კიდევ ერთ დამატებით ტენდერს საახალწლო ღონისძიებისთვის გამოაცხადებს. აღსანიშნავია ისიც, გასულ წელს 2019 წლის შემობრძანებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯამში 55 000 ლარამდე დახარჯა. ამ თანხაში კი საახალწლო ღონისძიება (14 050 ლარი), საშობაო ნაძვის ხის შეძენა (14 400 ლარი) და ქალაქის მორთვა (25 719) შედიოდა. წელს კი მხოლოდ ქალაქის განათება მერიას 247 000 დაუჯდება.

ძირითადი ადგილები, სადაც ახალი საახალწლო ილუმინაციები დამონტაჟდება

1.ფანტანის და ფანტანის გარშემო სივრცის საახალწლო ილუმინაცია
2. ხიდის საახალწლო ილუმინაცია
3. რუსთაველის გამზირის საახალწლო ილუმინაცია
4. მერიის შენობის საახალწლო ილუმინაცია
5. მერიის შენობის წინ ნაძვის ხის საახალწლო ილუმინაცია
6. კულტურის ცენტრის საახალწლო ილუმინაცია
7. კულტურის ცენტრთან სკვერის საახალწლო ილუმინაცია


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები