მარნეულის საკრებულო 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 18 ტონით ნაკლებ საწვავს გამოიყენებს
მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წელს
2019 წლისაგან განსხვავებით 18 ტონით ნაკლებ საწვავს
გამოიყენებს.
ამის
შესახებ ინფორმაცია ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სხდომაზე დღეს, 11 დეკემბერს, გახდა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე მარნეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის
ერთ-ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია საწვავის მოხმარებას შეეხებოდა,
მარნეულის საკრებულომ საწვავის მოხმარების ლიმიტი შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ საწვავის მოხმარების ლიმიტის შემცირება მხოლოდ
საკრებულოს შეეხება, მერიაში კი იგივე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების
ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის
ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით გამოყოფილ საწვავს
არამიზნობრივად ხარჯავდნენ.
2017-18 წლებში 9 000 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების
შვებულებაში ყოფნის დროს საედანაც 3 700 ლიტრი მარნეულის
მუნიციპალიტეტის გარეთ, ისეთ ტერიტორიებზეა გამოყენებული როგორიცაა
თბილისი, თელავი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ჩაქვი, ბათუმი და სხვა.
აუდიტის სამსახურმა მარნეულის საკრებულოს მიმართა რეკომენდაციით, რომ
მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით,
შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების,
კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ,
ასევე საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ, რომელიც
მიზანშეწონილია დაფუძნებული იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრულ პრინციპებზე.
რადიო „მარნეული“