მერია ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახლოლალოში კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობას, ხოლო ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 3 560 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლოლალოში საფეხბურთო მოედანის მოწყობის სავარაუდო თანხა 80 000 ლარია.

ხიხანში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება კი 40 000 ლარს შეადგენს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის ტენდერი მარნეულის მერიამ 5 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 14-დან 16 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

ძირითადი სამოშაოები, რომლებიც ახლოლალოსა და ხიხანში განხორიელდება:

• დაზიანებული მავთულბადის დემონტაჟი და ახლის მოწყობა
• მოედანზე ბეტონის მოჭიმვა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით
• ხელოვნური საფარის დემონტაჟი და ახლის მოწყობა 
• განათების მოწყობა
• ლითონის კონსტრუქციების შეღებვა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები