მარნეულის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან განახლდება
მარნეულში საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან გაიხსნება. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა მიაწოდა. მისი თქმით, სამთავრობო გეგმის მიხედვით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან დაიწყება.

ქარიმოვის განმარტებით, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2021 წელს აღსაზრდელების კვებისათვის გათვალისწინებული პროდუქტების შესყიდვისათვის ტენდერები უკვე გამოაცხადა.

მარენულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესყიდვისთვის 9 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 180 660 ლარს შეადგენს.

„მზად ვართ ბაღები გავხსნათ ყველა რეკომენდაციის დაცვით. უკვე ყველა ბაღში გაკეთებულია სამფაზიანი ელექტროენერგიის მიწოდება და დამონტაჟებულია ელექტროღუმელები, რასაც ახალი სტანდარტი ითხოვს. ამის გარდა, ორ ბაღს სრული რემონტი ჩაუტარდება, რისი სამუშაოებიც ახლო მომავალში დაიწყება“. - გვითხრა ზაურ ქარიმოვმა

მარენულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაში 2 162 227 ლარის დახარჯვას აპირებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაობეისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერის მიხედვით, ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და აშენედბა სააქტო დარბაზი და ორი ჯგუფისათვის გათვლილი შენობა. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვას მერია 1 362 230 ლარად აპირებს.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, მარნეულის მერია 799 997 ლარის დახარჯვას სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის გეგმავს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები