მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება საკვების შესაძენად 180 660 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესყიდვისათვის ცხრა ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერების მიხედვით, მათში გამარჯვებული კომპანიები ვალდებული იქნებიან მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას საკვები პროდუქტები 2021 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, მიაწოდონ.

ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ცხრა ტენდერის საერთო ღირებულება 180 660 ლარია.

გთავაზობთ პროდუქტებისა და მათი შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ჩამონათვალს:
ქინძის, კამის, ოხრახუშის და კვერცხის შესყიდვა – 5 280 ლარი
წიწიბურის, ბრინჯის, კარტოფილის, ჭარხლის, ნიორის, სტაფილოს, ხახვის, ლობიოს, ბარდის, კომბოსტოს და ვაშლის შესყიდვა - 24 780 ლარი
შესქელებული რძის, არაჟანის, კარაქის, ხაჭოს, ყველის და მაწონის შესყიდვა - 69 960 ლარი
ხორბლის ფქვილის, სიმინდის ფქვილის და მანანის ბურღულის შესყიდვა - 2 220 ლარი
ხორბლის პურის, ორცხობილის (პეჩენია), შაქრის, კაკაოს, ვერმიშელის, მაკარონის, ჩაის, მარილის და საფუარის-დროჟი შესყიდვა - 18 120 ლარი
ხილის ჯემების, ტომატ პასტის და ნატურალური წვენის, უშაქრო კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე ხილის წვენის შესყიდვა - 18 960 ლარი
რაფინირებული ზეთის შესყიდვა - 4 380 ლარი
გაყინული თევზის შესყიდვა - 20 400 ლარი
ძვლიანი და რბილი საქონლის ხორცის შესყიდვა - 16 560 ლარი

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარიმოვმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან დაიწყება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები