მარნეულის მერიის წინ აქცია იმართება - იმამკულიევს მერის მოვალეობის შემსრულებელთან არ უშვებენ
დღეს, 4 მარტს, მარნეულის მერიის წინ კომპანია "Akelik Group"-ის თანამშრომლები ხელფასების მოთხოვნის მიზნით აქციას მართავენ.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ კუთვნილი ანაზღაურება უკვე 4 თვეა არ მიუღიათ და ამ დრომდე ხელფასის მხოლოდ 20% აიღეს, რაც მათთვის მიუღებელია. კომპანიის თანამშრომლების მხარდასაჭერად აქციაზე "ევროპული საქართველოს" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ახმედ იმამკულიევი მივიდა. 

იმამკულიევმა თავდაპირველად ზაურ დარგალთან მოითხოვა შეხვედრა, მაგრამ მერიის შენობაში, როგორც მას უთხრეს, მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი არ იმყოფებოდა. იმამკულიევმა მას შემდეგ, რაც დარგალს ვერ შეხვდა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ზაურ ტაბატაძის, ნახვა გადაწყვიტა და მის კაბინეტთან მივიდა. 

ამ ეტაპზე ზაურ ტაბატაძე "Akelik Group"-ის თანმშრომლებთან შეხვედრას მართავს, მაგრამ ახმედ იმამკულიევს ამ შეხვედრაზე დასწრების ნებას არ აძლევენ.

ნიუსი განახლდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები