პატრულმა მარნეულელი კაცი ქუჩაში მარიხუანას გახვევის გამო გააჩერა
დღეს, 18 მარტს, რადიო „მარნეულის“ ოფისის წინ პატრულმა ახალგაზრდა კაცი გააჩერა.

კაცი გადაადგილების პროცესში მარიხუანას ახვევდა რა დროსაც ის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შეამჩნიეს და შეაჩერეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პატრულის ორი ეკიპაჟი. მარიხუანა მოქალაქეს ნივთმტკიცების სახით ჩამოართვეს.

ახალგაზრდა კაცი პატრულს მარიხუანას უკან დაბრუნებას სთხოვდა.

რადიო „მარნეული“ ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან თუ რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები