მერიაში საპირფარეშო დაზიანდა - შეკეთება დაჩქარებული ტენდერით გადაწყვიტეს
მარნეულის მერიის საპირფარეშოს რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 1 852 ლარი გამოყო. სამუშაოების გახორციელება მერიამ დაჩქარებული წესით გადაწყვიტა. გამარტივებული ტენდერის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 1200 ლარი კანალიზაციის/საპირფარეშოს აღდგენა/შეკეთების მომსახურების შესყიდვისთვისთვის იდმეწარმე ზაქირ ბაირამოვს გადაუხადა. მეორე გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, მარნეულის მერიამ ინდემწარმე ნაილა მეხტიევასგან უნიტაზი და წვრილმანი ნივთები 652 ლარად შეიძინა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მესამე სართულზე დაზიანდა საპირფარეშოს მილები და დააზიანა კედლები, იატაკი. დაზიანებული კანალიზაციის შესაკეთებლად საჭიროა დაუყოვნებლივ კედლების გამოტეხვა, მესამე სართულზე უნიტაზის და ფილების მოხსნა, სარდაფში შესაკეთებელია და გასაწმენდია სისტემა და შემდგომ საჭიროა დანგრეული კედლების აღდგენა და იატაკების შეკეთება, რათა არ მოხდეს უფრო დიდი დაზიანება. მოვიძიეთ მუშა ხელი, რომელიც დათვლის აღნიშნულ ხარჯს და შეაკეთებს დაზიანებულ კანალიზიაციას. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს ხარჯებთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება“
- წერია გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების ტენდერი

გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, მერიის საპირფარეშოში სარეაბილიტაციო სამუშაოები 25 ივნისის ჩათვლით უნდა გახორციელდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები