მარნეული-ბოლნისის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ასფალტს აგებენ
მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპატრამენტში განმარტეს, რომ სამუშაოებს კომპანია ,,მილენიუმ ბილდერს გრუპი“ აწარმოებს და მთლიანობაში 8 კილომეტრიანი გზა დაიგება. გზის დაგებისათვის 7 436 556 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, მოასფალტდება იმავე გზის მე-40-ე 41-ე კილომეტრის მონაკვეთი. სამუშაოებს კომპანია ,,ერ ტე დე“ აწარმოებს და აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 4 100 000 ლარი ჯდება.

„დაიწყო ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 30-37 კილომეტრ მონაკვეთზე გზების მოასფალტება. მთლიანობაში 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოების ,,მილენიუმ ბილდერს გრუპი“ აწარმოებს. პროექტი 7 436 556 ლარი ჯდება. ამ გზაზე ასევე იწყება კმ40-კმ41 მონკვეთზე გზის რეაბილიტაცია, შემსრუბელი კომპანიაა -,,ერ ტე დე“ და აღნიშნულის ღირებულება 4 100 000 ლარია“. - გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

26 მაისის ქუჩაზე მარნეული-ბოლნისის გზის რეაბილიტაცია 22 ოქტომბერს დაიწყო. პროექტი 9 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელი გზა თითქმის ერთი წელია ამორტიზებულია და გადაადგილების პრობლემა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში იქმნება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია